მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 123,388 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა კატარის დროშა კატარი. აირჩიეთ შემდეგი თვის პროექტი.

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

გაგა 2017 წლის მსოფლიო ტურნეზე Joanne World Tour
სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა (ინგლ. Stefani Joanne Angelina Germanotta; ასევე ცნობილია სასცენო სახელით ლედი გაგა (ინგლ. Lady Gaga) დ. 28 მარტი, 1986) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. თავდაპირველად სამსახიობო კარიერა დაიწყო საშუალო სკოლის სპექტაკლებში; სკოლის შემდეგ იგი სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამხატვრო პროექტში „CAP21“, თუმცა მოგვიანებით საკუთარი ინიციატივით დატოვა უნივერსიტეტი და დაიწყო მუსიკალური კარიერის შექმნა. საკუთარი როკ ბენდის დატოვების შემდეგ გაგა მონაწილეობას იღებდა ქვემო ისტ-საიდის ავანგარდული ხელოვნების წარმოდგენებში, პარალელურად კი წერდა სიმღერებს გამომცემლობა „Sony/ATV Music“-ის შემსრულებლებისათვის. სწორედ ამ პერიოდში რეპერმა ეიკონმა შეამჩნია მისი ვოკალური შესაძლებლობები და შესთავაზა კონტრაქტის გაფორმება მუსიკალურ ლეიბლზე „Interscope Records“ და ასევე საკუთარ ლეიბლზე „Kon Live Distribution“. თავისი კარიერის მანძილზე გაგას გაყიდული აქვს 27 მილიონი ალბომი და 146 მილიონი სინგლი, რითაც დასახელდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კარგად გაყიდვად შემსრულებლად. მისი ჯილდოები მოიცავს 12 გინესის მსოფლიო რეკორდს, 3 Brit Awards და 6 გრემის ჯილდოს. იგი ასევე არის პირველი შემსრულებელი, რომელმაც სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში მიიღო თანამედროვე აიკონის ჯილდო. გაგა რეგულარულად შედის ჟურნალ „ბილბორდის“ წლის შემსრულებლების სიაში და ჟურნალ „Forbes“-ის გავლენიანი და მაღალშემოსავლიანი ადამიანების სიებში. 2013 წელს ჟურნალ „ტაიმის“ მკითხველთა გამოკითხვაში მან დაიკავა მეორე პოზიცია როგორც ბოლო ათი წლის ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა, ხოლო 2015 წელს ჟურნალმა „ბილბორდმა“ იგი დაასახელა წლის ქალბატონად. გაგა ასევე ცნობილია როგორც საქველმოქმედო, ისე სოციალური აქტივიზმით; 2012 წლის თებერვალში ჰარვარდის უნივერსიტეტში, გაგამ დააარსა საქველმოქმედო ფონდი „Born This Way“, რომელიც მხარს უჭერს ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზებაში, ასევე ცდილობს საზოგადოებაში შექმნას ტოლერანტული დამოკიდებულება ჰომოსექსუალთა მიმართ.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ალექსანდრე ნეველი ბრძოლის დროს, ავტ. ბორის ჩორიკოვი.
ნევის ბრძოლა — ბრძოლა რუსეთისა და შვედეთის ჯარებს შორის მდინარე ნევაზე. გაიმართა 1240 წლის 15 ივლისს. შვედეთის ჯარებს სარდლობდა მეფე ერიკ XI-ის სიძე ბირგერი. ნოვგოროდის მთავარი ალექსანდრე იაროსლავის ძე მდინარე ვოლხოვის გზით ლადოგის ტბასთან პირველი მივიდა. ამ დროისათვის შვედებმა თავიანთ მოკავშირეებთან (ნორვეგიელები და ფინელები) ერთად მდინარე იჟორის შესართავს მიაღწიეს. რუსებმა ისარგებლეს ნისლით, უეცრად დაესხნენ მათ თავს და გაანადგურეს. თვით ბირგერი ალექსანდრე იაროსლავის ძემ პირისპირ ბრძოლაში დაჭრა. ამ ბრძოლაში გამოჩენილი მხედრთმთავრული ხელოვნებისა და მამაცობისათვის ალექსანდრე იაროსლავის ძეს ნეველი შეარქვეს.



HSBild.svg

დღის სურათი

Lilium kesselringianum კავკასიის ნაკრძალში.
Lilium kesselringianum კავკასიის ნაკრძალში.



HSDagensdatum.svg

15 ივლისი — ამ დღეს...

როზეტას ქვა
  • 1099 : ჯვაროსნებმა იერუსალიმი დაიკავეს.
  • 1240 : ნოვგოროდის არმია ალექსანდრე ნეველის წინამძღოლობით შვედებს ამარცხებს ნევის ბრძოლაში.
  • 1799 : ეგვიპტის ერთ-ერთ სოფელში ფრანგმა კაპიტანმა პიერ-ფრანსუა ბუკარმა როზეტის ქვა (სურათზე) იპოვა.
  • 1916 : სიეტლში უილიამ ბოინგი აფუძნებს „პასიპიკ აერო პროდაქტს“ (მოგვიანებით „ბოინგი“).
  • 1929 : კიდ ჩოკოლატი ხდება პირველი კრივის მსოფლიო ჩემპიონი კუბიდან.
  • 1974 : ნიქოზიაში (კვიპროსი) ბერძნების მხარდაჭერით ნაციონალისტები სამხედრო გადატრიალებას იწყებენ.
  • 1997 : მაიამიში სერიული მკვლელი საკუთარ სახლთან კლავს მოდის დიზაინერ ჯანი ვერსაჩეს.
  • 2016 : თურქეთში სამხედრო ხუნტამ წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    მცხეთის დავითნის გვერდი, რომელზედაც წარმოდგენილია არაბული ციფრები